კახა კალაძე - გიგი უგულავა სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა, ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს გასცემდა, თუმცა საიდან იყურებოდა, ჯერ ვერ გავშიფრე
კახა კალაძე - გიგი უგულავა სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა, ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს გასცემდა, თუმცა საიდან იყურებოდა, ჯერ ვერ გავშიფრე

დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა, გასცემდა ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს, თუმცა საიდან იყურებოდა, ეს ჯერ ვერ გავშიფრე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ვაკის პარკში მშენებლობაზე სპეციალური ნებართვა გიგი უგულავას მერობის დროს, 2013 წელს გაიცა.

„გაიცა მშენებლობის ნებართვა 30 მეტრიან სასტუმროზე, რომელიც დაახლოებით 8-9 სართულის სიმაღლის არის. მაშინდელი მერი სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა, გასცემდა ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს, თუმცა საიდან იყურებოდა, ეს ჯერ ვერ გავშიფრე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ინვესტორთან შეთანხმება შედგა და ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება.

როგორც კალაძემ განმარტა, ინვესტორისთვის არანაირი კომპენსაციის გადახდაზე საუბარი არ არის.

„კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ჩვენ გააზრებული გვაქვს პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია თბილისისა და თბილისელების წინაშე. ვაკის პარკის, ეს კონკრეტული საქმე მაძლევს სტიმულს, რომ ბევრი რამის გამოსწორება არის შესაძლებელი. მთავარია მონდომება, საქმისადმი სიყვარული, პრინციპულობა. ყველაზე მთავარია თბილისელების თანადგომა და მხარდაჭერა, რასაც ჩვენ ვგრძნობთ და ვართ მადლიერები“, – განაცხადა კახა კალაძემ.