კახა კალაძე - გამიხარდება, თუ გედევან ფოფხაძე უმრავლესობაში დარჩება 
კახა კალაძე - გამიხარდება, თუ გედევან ფოფხაძე უმრავლესობაში დარჩება 

თბილისის მერი კახა კალაძე დეპუტატ გედევან ფოფხაძის საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, დეტალებზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა გაეხარდება თუკი გედევან ფოფხაძე უმრავლესობაში დარჩება.

„გუშინ მოვისმინე განცხადებები, რომ ბოლომდე არ აქვს გადაწყვეტილი. მე გამიხარდებოდა თუ დარჩებოდა უმრავლესობაში”, – კახა კალაძე.

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ გუშინ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, მისი გადაწყვეტილება მმართველი გუნდის მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძე პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა.