კახა კალაძე - გახარია და „ლელო“ რა დაპირისპირებაში იყვნენ ერთმანეთთან, რა სიტყვებით მიმართავდნენ ერთმანეთს, საზოგადოებას კარგად ახსოვს, მაგრამ ყველაფერს გადააბიჯეს
კახა კალაძე - გახარია და „ლელო“ რა დაპირისპირებაში იყვნენ ერთმანეთთან, რა სიტყვებით მიმართავდნენ ერთმანეთს, საზოგადოებას კარგად ახსოვს, მაგრამ ყველაფერს გადააბიჯეს

გიორგი გახარია არაფერს არ წარმოადგენს, არც „ლელო“. რასაც ეტყვიან, როგორც უბრძანებენ და დაავალებენ, იმას გააკეთებენ, – ასე პასუხობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გიორგი გახარიასა და პარტია „ლელოს“ სავარაუდო თანამშრომლობის შესახებ მედიის დასმულ შეკითხვას.

„გახარია და „ლელო“ რა დაპირისპირებაში იყვნენ ერთმანეთთან და რა სიტყვებით მიმართავდნენ ერთმანეთს, ეს საზოგადოებას კარგად ახსოვს, მაგრამ ყველაფერს გადააბიჯეს, რადგან ეუბნებიან, რომ მათ ასე უნდა გააკეთონ, ერთ პლატფორმაზე უნდა გაერთიანდნენ და ა.შ.“ – აცხადებს დედაქალაქის მერი.