კახა კალაძე - ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ვულოცავ ნინოს და საქართველოს პარალიმპიურ გუნდს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას
თბილისის მერი კახა კალაძე ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილს პარიზის პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ულოცავს.
„არის! მორიგი მედალი პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან – ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ვულოცავ ნინოს და საქართველოს პარალიმპიურ გუნდს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას!“ – წერს კალაძე.
ქართველმა პარასპორტსმენმა, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა პარიზის პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ნინო თიბილაშვილი ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონია.