კახა კალაძე – ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ვულოცავ ნინოს და საქართველოს პარალიმპიურ გუნდს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას

00:39, 04.09.2024

თბილისის მერი კახა კალაძე ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილს პარიზის პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ულოცავს.

„არის! მორიგი მედალი პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან – ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ვულოცავ ნინოს და საქართველოს პარალიმპიურ გუნდს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას!“ – წერს კალაძე.

ქართველმა პარასპორტსმენმა, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა პარიზის პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ნინო თიბილაშვილი ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონია.

მსგავსი