კახა კალაძე - დარწმუნებულები ვართ, აშშ-ის ახალი ელჩის პირობებში ურთიერთობები დალაგდება, რადგან საქართველო არის საიმედო პარტნიორი
კახა კალაძე - დარწმუნებულები ვართ, აშშ-ის ახალი ელჩის პირობებში ურთიერთობები დალაგდება, რადგან საქართველო არის საიმედო პარტნიორი

დიდი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთობები აბსოლუტურად სხვა ფორმატში წარიმართება, ის უხერხულობები, რაც იყო ჩაბარდება წარსულს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კითხვაზე, რომ მმართველ პარტიას აქვს მოლოდინი აშშ-ის ახალი ელჩისგან ურთიერთობების გადატვირთვაზე, კალაძე აცხადებს, რომ ის გაურკვევლობები, რაც იყო, თუნდაც განცხადებების, მოწოდებების სახით, ცუდი იყო და გამოსწორდება.

„დარწმუნებულები ვართ, ახალი ელჩის პირობებში ეს ურთიერთობები დალაგდება, რადგან საქართველო არის საიმედო პარტნიორი, ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ. ჩვენთვის ძალიან ძვირფასია ევროპული ღირებულებები, გვინდა ევროპა და ევროპული მომავალი, ევროპა დაფუძნებულია მშვიდობაზე და იმ ქრისტიანულ საწყისებზე, ღირებულებებზე, რაც ასევე ჩვენთვის ძვირფასია. ის, რომ დღეს ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კულტურით, ჩვენი ადათ-წესებით, ჩვენი წარსულით, ამ ყველაფრით ვართ საინტერესო ევროპისთვის, ეს არის ის, რითიც უნდა იამაყოს ნებისმიერმა ქართველმა“, – განაცხადა კალაძემ.