კახა კალაძე - ჩვენი გზა ევროპისკენ შეუქცევადია, საქართველო იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას
კახა კალაძე - ჩვენი გზა ევროპისკენ შეუქცევადია, საქართველო იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას

ჩვენი გზა ევროპისკენ შეუქცევადია, საქართველო იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას, – თბილისის მერი კახა კალაძე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადის შეტანას „ტვიტერზე“ ეხმაურება.

„ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველო განაცხადი ნიშნავს ჩვენს ისტორიულ არჩევანს. ჩვენი გზა ევროპისკენ შეუქცევადია. საქართველო იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას“,- წერს კახა კალაძე.

წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს განაცხადი ევროკავშირის სტრუქტურებს ხვალ ოფიციალურად წარედგინება.