კახა კალაძე – ჩვენი გზა ევროპისკენ შეუქცევადია, საქართველო იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას
ჩვენი გზა ევროპისკენ შეუქცევადია, საქართველო იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას, – თბილისის მერი კახა კალაძე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადის შეტანას „ტვიტერზე“ ეხმაურება.
„ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველო განაცხადი ნიშნავს ჩვენს ისტორიულ არჩევანს. ჩვენი გზა ევროპისკენ შეუქცევადია. საქართველო იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას“,- წერს კახა კალაძე.
წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს განაცხადი ევროკავშირის სტრუქტურებს ხვალ ოფიციალურად წარედგინება.
🇬🇪🇪🇺 #Georgia’s application to join the #European Union marks our historic choice.
Our path to Europe is irreversible.#Georgia deserves to be a member of the European family!— Kakha Kaladze (@kakhakala) March 2, 2022