კახა კალაძე - ჩვენი გზა და არჩევანი არის დიდ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება, ამას გარკვეული დრო, რეფორმების განხორციელება სჭირდება
ჩვენი გზა და არჩევანი არის დიდ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება. ასევე, ნატო-ს მიმართულებით, ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადავდგით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ის, რომ ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა მშვიდობიან, შეიარაღებულ, მაგალითად ავღანეთში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ, როგორც ნატო-ს, ისე ევროპის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა. ძალიან კარგად მესმის, რომ ამას გარკვეული დრო, რეფორმების განხორციელება სჭირდება, გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს მოხდეს“, – განაცხადა კალაძემ.
ბრიუსელის ნატო-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით დოკუმენტში გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობისადმი.