კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარეობა პარტია „ქართული ოცნებისთვის“ დამატებითი სტიმულია
კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარეობა პარტია „ქართული ოცნებისთვის“ დამატებითი სტიმულია

ქართული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები ხდება, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის შემოსვლით პარტიის თავმჯდომარედ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ხვალინდელ ყრილობასთან დაკავშირებით თბილისის მერმა, პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაგეგმილია მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც ქართული პოლიტიკისთვის ძალიან საინტერესო იქნება.

„შინაარსობრივად როგორი იქნება ყრილობა, ამას ხვალ გაიგებთ. ზოგადად, ქართული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები ხდება, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის შემოსვლით პარტიის თავმჯდომარედ და მგონია, რომ პარტია „ქართული ოცნებისთვის“ ეს იქნება დამატებითი სტიმული.

ჩვენ დაგეგმილი გვაქს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები და იქნება სიახლეები პარტიის მუშაობაში. ვფიქრობ, ზოგადად ქართული პოლიტიკისთვის ეს იქნება ძალიან საინტერესო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ხვალინდელი ყრილობის ფორმატს, მისი განმარტებით, ყრილობა სამუშაო რეჟიმში ტარდება, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე.

„ეს არის სამუშაო რეჟიმი, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე და ამიტომ იქნა შერჩეული ისეთი სივრცეც, რომ იყოს მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო შეხვედრა და დელეგატებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ყრილობაზე მედიის მუშაობას, მისი თქმით, ჟურნალისტებისთვის გამოიყოფა სპეციალური ადგილი, სადაც მედიას ინტერვიუების ჩაწერისა და ყველანაირი კომუნიკაციის შესაძლებლობა ექნება.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მეხუთე ყრილობა ხვალ მთაწმინდის პარკში, „ანდერვილიში“ გაიმართება.