კახა კალაძე - არგუმენტი არ არსებობს, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით, განსხვავებული კურსი რომ გვქონდეს და რამეს არასწორად ვაკეთებდეთ, „ქართული ოცნება“ არ იქნებოდა ხელისუფლებაში
კახა კალაძე - არგუმენტი არ არსებობს, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით, განსხვავებული კურსი რომ გვქონდეს და რამეს არასწორად ვაკეთებდეთ, „ქართული ოცნება“ არ იქნებოდა ხელისუფლებაში

საქართველოს ხელისუფლებას რომ ჰქონდეს განსხვავებული კურსი ან ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედიოდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, მერწმუნეთ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არ და ვერ იქნებოდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა

კახა კალძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ ვერ შეძლო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, უზრა ზეიას დარწმუნება გამჭვირვალობის კანონის კეთილ მიზნებში.

დედაქალაქის მერის თქმით, არ არსებობს ფაქტები, რომ ქვეყანა არადემოკრატიული გზით მიდის.

„რაც არ უნდა აკეთონ ეს განცხადებები, არგუმენტი არ არსებობს იმისა, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით, ან ქვეყანაში მიდის არადემოკრატიული პროცესები. უბრალოდ, არ არსებობს ამის ფაქტები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.