კახა კალაძე - არავის მიეცემა შესაძლებლობა, პარლამენტს ხელი შეუშალოს მუშაობაში
თუ გასცდებიან კანონს, სახელმწიფოს მხრიდან ასევე კანონის ფარგლებში მოჰყვება რეაგირება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ოპოზიციის მიერ 12 დეკემბერს დაანონსებული პიკეტირების შესახებ საუბრისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. არავის არ მიეცემა შესაძლებლობა, პარლამენტს ხელი შეუშალოს მუშაობაში. თუ გასცდებიან კანონს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სახელმწიფოს მხრიდან ასევე კანონის ფარგლებში მოჰყვება რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლები 12 დეკემბერს, იურიდიულ კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის დღეს, პარლამენტის პიკეტირებას გეგმავენ.