ოპოზიციის წარმომადგენლები 12 დეკემბერს, იურიდიულ კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის დღეს, პარლამენტის პიკეტირებას გეგმავენ
ოპოზიციის წარმომადგენლები 12 დეკემბერს, იურიდიულ კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის დღეს, პარლამენტის პიკეტირებას გეგმავენ

იქნება პიკეტირება პარლამენტის სხდომის და კომიტეტის სხდომის, სადაც ისინი აპირებენ აი ამ უტიფარი გზის გაგრძელებას, მოსამართლეების დამტკიცებას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის პიკეტირება მოხდება ხუთშაბათს, 12 დეკემბერს, როდესაც იურიდიულ კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრაა დაგეგმილი. გიგა ბოკერიას თქმით, საჭიროების შემთხვევაში, პიკეტირება მომდევნო დღესაც გაგრძელდება.

„სანამ არ გვექნება საბოლოო შედეგი, რომ ივანიშვილმა უკან წაიღო ის შეურაცხყოფა, რაც საზოგადოებას მიაყენა, გრძელდება მკვეთრი, მაგრამ აბსოლუტურად მშვიდობიანი პროტესტი. იქნება პიკეტირება პარლამენტის სხდომის და კომიტეტის სხდომის, სადაც ისინი აპირებენ აი ამ უტიფარი გზის გაგრძელებას, მოსამართლეების დამტკიცებას. მოუწევთ სრული ძალისხმევა ან ღამის გათენება, რომ შევიდნენ პარლამენტში. ჩვენ ვიცით, რომ გადადეს ერთი დღით. ესეც მათი რყევისა და ყოყმანის ნიშანია. ხუთშაბათს იქნება ეს პიკეტირება აუცილებლად, თუ საჭიროა, პარასკევსაც. იქამდე ჩვენ გეგმაში გვაქვს, როგორც ქუთაისში დავიწყეთ, ახლა მიდის შერჩევა სხვა რეგიონული ცენტრების, სადაც იქნება აქციები და მსვლელობები, მერე იქნება დიდი აქცია თბილისში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დატოვე კომენტარი