კახა კალაძე - ამიკოს და მის ხუთ და-ძმას ვუსურვებ, საკუთარი საქმით, ცოდნით, შრომით მიაღწიონ დიდ წარმატებებს და გამოადგნენ ოჯახს, სამშობლოს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში, იმ მამა-შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, რომელთაც გუშინ საჩუქრად ბინა გადასცა.
„სინამდვილეში, ამიკოს ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს და საოცრად უხდება სიცილი. მინდა, სულ ღიმილიანი იყოს. მის ხუთ და-ძმას კი ვუსურვებ, საკუთარი საქმით, ცოდნით, შრომით მიაღწიონ დიდ წარმატებებს და გამოადგნენ ოჯახს, სამშობლოს“, – წერს კახა კალაძე.
თბილისის მერი კახა კალაძე გუშინ ბინა აჩუქა მამა-შვილის ოჯახს, რომელთა ფოტოც ე.წ. აფრიკის დასახლებიდან სოციალურ ქსელში გავრცელდა.