კახა კალაძე – ამიკოს და მის ხუთ და-ძმას ვუსურვებ, საკუთარი საქმით, ცოდნით, შრომით მიაღწიონ დიდ წარმატებებს და გამოადგნენ ოჯახს, სამშობლოს

11:56, 16.12.2020

დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში, იმ მამა-შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, რომელთაც გუშინ საჩუქრად ბინა გადასცა.

„სინამდვილეში, ამიკოს ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს და საოცრად უხდება სიცილი. მინდა, სულ ღიმილიანი იყოს. მის ხუთ და-ძმას კი ვუსურვებ, საკუთარი საქმით, ცოდნით, შრომით მიაღწიონ დიდ წარმატებებს და გამოადგნენ ოჯახს, სამშობლოს“, – წერს კახა კალაძე.

თბილისის მერი კახა კალაძე გუშინ ბინა აჩუქა მამა-შვილის ოჯახს, რომელთა ფოტოც ე.წ. აფრიკის დასახლებიდან სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მსგავსი