კახა კალაძე - ალექსანდრ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი არის პოლიტიკურად არაკორექტული და არამეგობრული ნაბიჯი, რასაც პასუხი მოჰყვება
ალექსანდრ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი არის პოლიტიკურად არაკორექტული და არამეგობრული ნაბიჯი, რასაც პასუხი მოჰყვება, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„უაღრესად შემაშფოთებელია ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩამოსვლა ოკუპირებულ აფხაზეთში! გარდა იმისა, რომ ეს არის პოლიტიკურად არაკორექტული და არამეგობრული ნაბიჯი, ლუკაშენკომ დაარღვია ოკუპაციის კანონი და ქართული მხარის შესაბამისი პასუხი აუცილებლად მოჰყვება!“ – წერს კახა კალაძე.