კახა კალაძე – ალექსანდრ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი არის პოლიტიკურად არაკორექტული და არამეგობრული ნაბიჯი, რასაც პასუხი მოჰყვება
ალექსანდრ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი არის პოლიტიკურად არაკორექტული და არამეგობრული ნაბიჯი, რასაც პასუხი მოჰყვება, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„უაღრესად შემაშფოთებელია ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩამოსვლა ოკუპირებულ აფხაზეთში! გარდა იმისა, რომ ეს არის პოლიტიკურად არაკორექტული და არამეგობრული ნაბიჯი, ლუკაშენკომ დაარღვია ოკუპაციის კანონი და ქართული მხარის შესაბამისი პასუხი აუცილებლად მოჰყვება!“ – წერს კახა კალაძე.
The arrival of Aleksandr Lukashenko in occupied Abkhazia is extremely concerning! In addition to the fact that this is a politically incorrect and unfriendly step, Lukashenko violated the law on occupation, and the appropriate response from the Georgian side will surely follow!
— Kakha Kaladze (@kakhakala) September 28, 2022