კახა კალაძე - ადამიანის დაჭერა არავის უხარია, თუმცა კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ
ადამიანის დაჭერა არავის უხარია და არ ვიცი, ნორმალურ ადამიანს როგორ უნდა გაგიხარდეს, თუმცა კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძისთვის ბრალის წარდგენას.
მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რომელიც პოლიციის მიმართ ნახა.
„ადამიანის დაჭერა არავის უხარია და არ ვიცი, ნორმალურ ადამიანს როგორ უნდა გაგიხარდეს, თუმცა კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ. ჩვენ ვნახეთ კადრები, როგორ ჩხუბობდა დავით კირკიტაძე და ურტყამდა პოლიციელს. რა თქმა უნდა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, კანონდარღვევა და შესაბამისად, კანონის წინაშე ყველას მოუწევს პასუხისგება. კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რაც პოლიციის მიმართ ვნახეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რადგან საოცრად მოითმინეს. ისინი ემსახურებიან ქვეყანას და ჩვენც პოლიციელის მუნდირს პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ნაციონალური მოძრაობის“ წევრს დავით კირკიტაძეს დღეს ბრალი 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.
დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.