დავით კირკიტაძეს ბრალი წარედგინა
დავით კირკიტაძეს ბრალი წარედგინა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს დავით კირკიტაძეს ბრალი წარედგინა, – ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, კირკიტაძეს ბრალი 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

„ბრალდების შინაარსში წერია, რომ ინაუგურაციაზე უამრავი სტუმრის გამო პოლიციამ მიიღო ზომები, გადაკეტილიყო მაგისტრალი. დავით კირკიტაძე არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და თავს დაესხა მაგისტრალზე განთავსებულ ერთ-ერთ ავტობუსში მყოფ პოლიციელს და ხელისა და ფეხის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა“, – განმარტავს ადვოკატი.

როგორც მან აღნიშნა, დავით კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს.

„კირკიტაძე დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და დღეიდან გადადის მშრალ შიმშილობაზე“, – განაცხადა ადვოკატმა.

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მომხრეები არიან შეკრებილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.