კახა კალაძე - საზოგადოებრივ მაუწყებელზე გუშინდელი დებატების დროს ყველამ ძალიან კარგად დაინახა, ვის როგორ წარმოუდგენია ქალაქის განვითარება
საზოგადოებრივ მაუწყებელზე გუშინდელ დებატებში ყველამ ძალიან კარგად დაინახა, ვის როგორ წარმოუდგენია ქალაქის განვითარება, ვის აქვს ხედვა ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით, როგორ წარმოუდგენია ოთხი წლის შემდეგ დედაქალაქი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 2 ოქტომბერს თბილისის მოსახლეობა იმ არჩევანს გააკეთებს, რომელიც მას ეკადრება.
„ადამიანები ყველაფერზე საუბრობდნენ გარდა თბილისისა. საზოგადოება, რა თქმა უნდა, მიიღებს 2 ოქტომბერს სწორ და ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც ეკადრება ამ ქალაქს, ისეთ გადაწყვეტილებას, რომ გაიმარჯვოს ამ ქალაქმა, გაგრძელდეს აღმშენებლობა და განვითარება“, – განაცხადა კალაძემ.
საქართველოს პირველ არხზე თბილისის მერობის ყველა კანდიდატს შორის დებატები გუშინ გაიმართა.