კახა კალაძე – საზოგადოებრივ მაუწყებელზე გუშინდელი დებატების დროს ყველამ ძალიან კარგად დაინახა, ვის როგორ წარმოუდგენია ქალაქის განვითარება

11:53, 22.09.2021

საზოგადოებრივ მაუწყებელზე გუშინდელ დებატებში ყველამ ძალიან კარგად დაინახა, ვის როგორ წარმოუდგენია ქალაქის განვითარება, ვის აქვს ხედვა ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით, როგორ წარმოუდგენია ოთხი წლის შემდეგ დედაქალაქი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2 ოქტომბერს თბილისის მოსახლეობა იმ არჩევანს გააკეთებს, რომელიც მას ეკადრება.

„ადამიანები ყველაფერზე საუბრობდნენ გარდა თბილისისა. საზოგადოება, რა თქმა უნდა, მიიღებს 2 ოქტომბერს სწორ და ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც ეკადრება ამ ქალაქს, ისეთ გადაწყვეტილებას, რომ გაიმარჯვოს ამ ქალაქმა, გაგრძელდეს აღმშენებლობა და განვითარება“, – განაცხადა კალაძემ.

საქართველოს პირველ არხზე თბილისის მერობის ყველა კანდიდატს შორის დებატები გუშინ გაიმართა.

მსგავსი