კახა კახიშვილი - ხელისუფლებას სჭირდება განსხვავებული აზრი, რომ თვითკმაყოფილება არ დაემართოს, არ გადაამლაშოს, ამიტომ კონსტრუქციული ოპოზიცია საჭიროა
კახა კახიშვილი - ხელისუფლებას სჭირდება განსხვავებული აზრი, რომ თვითკმაყოფილება არ დაემართოს, არ გადაამლაშოს, ამიტომ კონსტრუქციული ოპოზიცია საჭიროა

ყოველთვის მოლაპარაკებების მომხრე ვარ. ძალიან მსურს, ოპოზიცია პარლამენტში იყოს. არა იმიტომ, რომ ეს თუნდაც საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში უფრო კარგი იქნება, არამედ იმიტომ, რომ ეს ქვეყანას სჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, კახა კახიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ხელისუფლება რაღაც ტიპის განხილვებში იღებს მონაწილეობას, აუცილებლად სჭირდება განსხვავებული აზრი, რომ თვითკმაყოფილების გრძნობა არ დაემართოს.

როგორც კახიშვილი ამბობს, სწორედ ამიტომ არის საჭირო კონსტრუქციული ოპოზიცია.

„კონსტრუქციული ოპოზიცია საჭიროა, რადგან, როდესაც ხელისუფლება რაღაც ტიპის განხილვებში იღებს მონაწილეობას, აუცილებლად სჭირდება განსხვავებული აზრი, რომ თვითკმაყოფილების გრძნობა არ დაემართოს და არ გადაამლაშოს. გახსოვთ ის პერიოდი, როდესაც პარლამენტი სამწუხაროდ, ერთი ადამიანის სურვილზე იღებდა გადაწყვეტილებას და ეს ყველაფერი სადამდეც მივიდა, მივიდა. ამიტომაც რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ოპოზიცია ჩაერთოს საპარლამენტო ცხოვრებაში, რომ საქართველო უფრო მეტად განვავითაროთ. ეს არ უნდა არც საზღვარგარეთს, არც კახიშვილს, ეს ქვეყანას სჭირდება.

რა თქმა უნდა, კონსტრუქციულ ოპოზიციაზე ვსაუბრობ, ოპოზიციაზე, რომელიც იქითკენ არის მიმართული, რომ ნამდვილად სიკეთე მოიტანოს ქვეყნისთვის, განხილვებში ჩაერთოს. თავისი ალატერნატიული კრიტიკა იქნება თუ საკითხები, აუცილებლად დააფიქსიროს. შეიძლება რაღაც დოზით, დღეს, ხვალ შენ თვითონ იყო თავშეკავებულად, რადგან ხარ ხელისუფლებაში, მაგრამ როდესაც უკვე მაკონტროლებელი არ გყავს, როდესაც გამკრიტიკებელი არ გყავს, შეიძლება რაღაც საკითხები შენ იმდენად კარგად ვერ აწონო, ვიდრე შენი ოპონენტი გეტყვის. ოპოზიცია ამისთვის არის საჭირო“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.