კახა გვანცელაძე - ოთხი ბაღის გამაგრებითი სამუშაო უახლოეს ხანში დაიწყება
კახა გვანცელაძე - ოთხი ბაღის გამაგრებითი სამუშაო უახლოეს ხანში დაიწყება

ავარიული შენობის გამო დახურული ოთხი ბაღის აღსაზრდელები დღეს სააღმზრდელო პროცესს დაუბრუნდნენ. ბავშვები საკუთარ აღმზრდელებთან ერთად მიმდებარე ბაღებში გადანაწილდნენ.

როგორც ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძემ განაცხადა, ბავშვებისთვის დროებითი კომფორტული სივრცეები გამოიყო.

რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მის თქმით, საპროექტო წინადადებები უახლოეს ხანში ექნებათ და გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება.

“უახლოეს ხანში ჩვენ შევიძენთ პროექტებს, გამაგრებითი და აღდგენით სამუშაოებისთვის. უახლოეს თვეებში დასრულდება აღდგენითი სამუშაოები. მიმდინარეობს ახალი ბაღების მშენებლობა. ახალი შენობები სექტემბერში გაიხსნება”, -აცხადებს კახა გვანცელაძე.

125-ე, 84-ე, 64-ე და მე-19 ბაგა-ბაღები გასულ კვირას ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების საფუძველზე დაიხურა.