კახა ბექაური - მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ორი მილიონით, ფიქსირებულის კი ნახევარი მილიონით გაიზარდა
კახა ბექაური - მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ორი მილიონით, ფიქსირებულის კი ნახევარი მილიონით გაიზარდა

2010 წლიდან დღემდე ფიქსირებული ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ნახევარი მილიონით არის გაზრდილი, მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა კი – ორი მილიონით – ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს მობილურ ინტერნეტს 2 860 325 ადამიანი მოიხმარს.

„2010 წლიდან დღემდე 500 ათასი აბონენტით (ოჯახით) გაიზარდა ფიქსირებული ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა, მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა კი ორი მილიონით არის გაზრდილი. ჩვენ ვიცით, რომ თანამედროვე ეპოქაში ინტერნეტი ასრულებს ძალიან დიდ როლს, მომხმარებელი გადასულია სმარტფონებით და ტაბლეტებით ინფორმაციის მიღებაზე, მთლიანად არის ინფორმაციის მიღების ქცევა შეცვლილი. ამიტომ, ამ ეპოქაში, როდესაც საქართველოში ორი მილიონით არის სმარტფონზე ინფორმაციის მომხმარებლების რაოდენობა გაზრდილი, საუბარი იმაზე, რომ სადღაც რაღაც უნდა შევზღუდოთ, პროპაგანდა იქნება ეს თუ ტყუილი – არარეალურია“, – განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა.