„ბრუკლინმა“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონზე ბოლო 4 მატჩი მოიგო. უკანასკნელი ორი შეხვედრა „ნეთსმა“ გუნდის ახალწვეულ ჯეიმს ჰარდენთან ერთად ჩაატარა.
ამჟამად „ბრუკლინის“ გულშემატკივრებისთვის ყველაზე დიდ შეკითხვას კაირი ირვინგი წარმოადგენს. მან ბოლო 7 მატჩი კორონავირუსის პროტოკოლის დარღვევის გამო გამოტოვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ იმოქმედებს ჰარდენის ფაქტორი ირვინგის თამაშზე.
ამერიკული მედია იუწყება, რომ ირვინგი ხვალ „კლივლენდის“ წინააღმდეგ ითამაშებს.