კაირი ირვინგი ხვალ, 21 იანვარს „კლივლენდთან“ ითამაშებს
კაირი ირვინგი ხვალ, 21 იანვარს „კლივლენდთან“ ითამაშებს

„ბრუკლინმა“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონზე ბოლო 4 მატჩი მოიგო. უკანასკნელი ორი შეხვედრა „ნეთსმა“ გუნდის ახალწვეულ ჯეიმს ჰარდენთან ერთად ჩაატარა.

ამჟამად „ბრუკლინის“ გულშემატკივრებისთვის ყველაზე დიდ შეკითხვას კაირი ირვინგი წარმოადგენს. მან ბოლო 7 მატჩი კორონავირუსის პროტოკოლის დარღვევის გამო გამოტოვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ იმოქმედებს ჰარდენის ფაქტორი ირვინგის თამაშზე.

ამერიკული მედია იუწყება, რომ ირვინგი ხვალ „კლივლენდის“ წინააღმდეგ ითამაშებს.