კაია კალასი - ყველამ უნდა შეასრულოს ევროკავშირის მიერ მიცემული კრიტერიუმები, თუ პირობები შესრულებული იქნება, მაშინ შეგვეძლება მეტის თქმა
კაია კალასი - ყველამ უნდა შეასრულოს ევროკავშირის მიერ მიცემული კრიტერიუმები, თუ პირობები შესრულებული იქნება, მაშინ შეგვეძლება მეტის თქმა

ყველამ უნდა შეასრულოს ევროკავშირის მიერ მიცემული კრიტერიუმები. თუ პირობები შესრულებული იქნება, მაშინ შეგვეძლება მეტის თქმა, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.

კაია კალასს კითხვა დაუსვა ქართველმა ჟურნალისტმა, რომელიც ევროკომისიის ანგარიშს ეხება.

„ბევრი ქვეყანა ელოდება მოლაპარაკებების დაწყებას. ასე რომ, ვნახოთ. ბევრი კითხვაა ევროპულ მხარესაც როგორც ამ ქვეყნების მიერ შესასრულებელ პირობებთან დაკავშირებით, ისე იმასთან დაკავშირებით, რა უნდა გავაკეთოთ თავად ჩვენ იმისთვის, რომ ვიყოთ მზად“, – განაცხადა კაია კალასმა.