კაია კალასი - უკრაინელების გვერდით ვართ ყველა შესაძლებელი გზით, რუსეთი კონფლიქტის ესკალაციას ახდენს, რომ მოქალაქეებს ზიანი მიაყენოს
ჩვენ ვდგავართ დაღუპულთა ოჯახებთან და უკრაინასთან, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა რუსეთ ესტონეთისა და რუსეთის საზღვართან განაცხადა, სადაც ევროკომისიის პრეზიდენთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად იმყოფებოდა.
კაია კალასის თქმით, მოკავშირეები უკრაინელებს ყველა შესაძლო საშუალებით უნდა დაეხმარონ.
„ჩვენ აქ ვდგავართ, ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე. ჩვენ ვუგზავნით უკრაინელებს შემდეგ გზავნილს – ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ყველა შესაძლებელი გზით. ჩვენ, მოკავშირეებმა, აუცილებელად უნდა მოგაწოდოთ საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომ უკრაინელებმა შეძლონ ქალაქების დაცვა, მოქალაქეების დაცვა. რუსეთი კონფლიქტის ესკალაციას ახდენს, რომ მოქალაქეებს ზიანი მიაყენოს. ჩვენ ვდგავართ დაღუპულთა ოჯახებთან და უკრაინასთან“, – აცხადებს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი.