ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასის თქმით, უკრაინაში მშვიდობის დამყარების გზა დამოკიდებულია ქვეყნიდან რუსეთის გაძევებაზე. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ გაქვთ მშვიდობა, მაგრამ არის ოკუპაცია, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ხალხისთვის ადამიანური ტანჯვა შეწყდება. უკრაინამ ეს ომი უნდა მოიგოს“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, გამოიყენოს ყველა ხელთ არსებული შესაძლებლობა, რომ მიიღოს პაუზა, რა დროსაც გადააჯგუფებს ჯარებს და გააგრძელებს შეტევას.
„ასევე იმედი აქვს, რომ ჩვენ დავიღლებით ან შეგვეშინდება“, – აღნიშნა კალასმა.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპა თუ უკრაინის დახმარებით დაიღლება, ეს ევროპასვე დაუჯდება ძვირი.