კაია კალასი - ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის თანამდებობა თუ შემომთავაზეს, სერიოზულად განვიხილავ
კაია კალასი - ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის თანამდებობა თუ შემომთავაზეს, სერიოზულად განვიხილავ

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი არ ადასტურებს, რომ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ ამბობს, რომ თუ ასეთი შეთავაზება ექნება, მას განიხილავს.

„თუ ასეთი წინადადება იქნება, მე მას სერიოზულად განვიხილავ“,- თქვა კალასმა.

ესტონეთის პრემიერს ჰკითხეს, განიხილა თუ არა ეს წინადადება საფრანგეთის პრეზიდენტთან, რომელიც კალასის კანდიდატურას აქტიურად უჭერდა მხარს.

„ვისაუბრეთ თუ არა მაღალ თანამდებობებზე? რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ, რადგან ეს ისეთი თემაა, რომელიც ასეთ დროს ჩნდება განხილვისთვის, რადგან ერთ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოვადგენთ, ვისაუბრეთ ერთმანეთში. ასეთი საუბარი სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთანაც მქონდა, რათა გამეგო, როგორია მათი ხედვები ამ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კაია კალასმა.

ამასთან, „პოლიტიკომ“ გუშინ გაავრცელა სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს უჭერს მხარს. გამოცემა წერს, რომ ემანუელ მაკრონის ოფისი ჯოზეფ ბორელის შემცვლელად კაია კალასის კანდიდატურას აკვირდება.