ჯუზეპე პაზოტო - შობის დღესასწაული ძალიან დიდი დღესასწაულია ქრისტიანებისთვის, მინდა, მივულოცო ყველას, განსაკუთრებით კათოლიკებს
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო ქრისტეს შობას ულოცავს მოქალაქეებს, რომლებიც დღესასწაულს 25 დეკემბერს ზეიმობენ.
„შობის დღესასწაული ძალიან დიდი დღესასწაულია ქრისტიანებისთვის. დღეს ჩვენ ბევრ სხვა ქრისტიანთან ერთად ვზეიმობთ 25 დეკემბერს. მაგრამ, თუ ჩვენ გვინდა, გავიგოთ ამ დღესასწაულის ღრმა მნიშვნელობა, უნდა დავიწყოთ იმ სიტყვებით, რომლებიც ანგელოზმა მარიამს უთხრა – გიხაროდენ მიმადლებულო. ჩვენ დღეს უნდა ვიყოთ გახარებული, ვინაიდან იქ დაიწყო შობა.
ეს უდიდესი დღესასწაულია და ჩვენ გულში უნდა შევინახოთ ეს სიხარული. მსოფლიოში ბევრი პრობლემაა, ომია პალესტინაში, მაგრამ უნდა ვთქვა – გაიხარეთ, ვინაიდან ხსნა შემოვიდა წუთისოფელში. მინდა, მივულოცო ყველა ქრისტიანს, განსაკუთრებით კათოლიკებს და ასევე მართლმადიდებლებს, რომლებიც მალე ამავე დღესასწაულს იზეიმებენ“, – აღნიშნავს ჯუზეპე პაზოტო.
საქართველოში მცხოვრები კათოლიკები მაცხოვრის შობას აღნიშნავენ.