ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, მისი შვილის საქმის გაყალბება ქვემო ქართლის პოლიციიდან დაიწყო
ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, მისი შვილის საქმის გაყალბება ქვემო ქართლის პოლიციიდან დაიწყო , – ამის შესახებ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებს სოფელ მაწევანის ტყეში განუცხადა, სადაც პროგრამისტის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო ესპერიმენტი მიმდინარეობს.
„ქვემო ქართლის პოლიციის გამოძიების უნდობლობა მქონდა. საქმის გაყალბება პოლიციიდან დაიწყო. ვენდობი თუ არა ამ საგამოძიებო ექსპერიმენტს, საქმე დაგვანახებს. ბაჭულაშვილსა და აფციაურს არ ვაპატიებ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე ხელის დაფარებას, საქმის ჩაფარცხვას. გამოვრიცხავ, რომ მანქანა აქ ხუთი დღის განმავლობაში მდგარიყო. ვურეკავ ბაჭულაშვილს და მეუბნება, რომ ვმუშაობ, მაცადე, შენი გოგო მაგარ შარშია გახვეულიო და ამის შემდეგ ტელეფონს მითიშავს. ასევე, კომპიტერიდან დაიკარგა ე.წ. ფლეშკა, წაშალეს მონაცემები კომპიტერიდან, ტელეფონიდან. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. ბაჭულაშვილმა ე.წ. ფლეშკა გაშიფრა და იქიდან მეუბნებოდა მაგას“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
მამის განმარტებით, მწყემსი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი მაწევანის ტყეში იპოვა, „სპეციალურად ტრიალებდა აღნიშნულ ტყეში და მიგზავნილი იყო“.