ჯულიან სმიტი - ვაშინგტონის სამიტში პარტნიორების მონაწილეობა ჯერ კიდევ განხილვის საგანია, მაგრამ ვფიქრობ, არსებობს ძლიერი სურვილი, მოიძებნოს გზა, რომ ნატო-ს ყველა პარტნიორი იყოს წარმოდგენილი
ნატო-ში აშშ-ის ელჩის ჯულიან სმიტის განცხადებით, ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს ნატო-ს ვაშინგტონის სამიტში პარტნიორების მონაწილეობასთან დაკავშირებით, რადგან ეს საკითხი ჯერ კიდევ განიხილება, თუმცა ფიქრობს, რომ არსებობს ძლიერი სურვილი, მოიძებნოს გზა, რომ ნატო-ს ყველა პარტნიორი იყოს წარმოდგენილი სამიტზე.
ჯულიან სმიტმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე უპასუხა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას: „ვაშინგტონის სამიტზე თუ ელოდებით საქართველოს და რა იქნება ნატო-ს გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისადმი ამ სამიტზე?“
„უპირველეს ყოვლისა, მე ჯერ ვერ გავაკეთებ კომენტარს ჩვენი პარტნიორების სამიტში მონაწილეობის თაობაზე. ეს ჯერ კიდევ განხილვის საგანია, მაგრამ ვფიქრობ, არსებობს ძლიერი სურვილი, რათა მოიძებნოს გზა, რომ ნატო-ს ყველა პარტნიორი, ასე თუ ისე, იყოს წარმოდგენილი ვაშინგტონის სამიტზე. ასე რომ, დაელოდეთ ახალ ამბებს, ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა წინადადებას, იმედია, უახლოეს დღეებსა და კვირებში მეტი გვექნება სათქმელი“, – აღნიშნა ჯულიან სმიტმა.
ნატო-ს ვაშინგტონის სამიტი 9-11 ივლისს გაიმართება.