ჯოზეფ ბორელი - უკრაინა ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია
ჯოზეფ ბორელი - უკრაინა ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია

უკრაინა ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის 27-მა საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის მხარდაჭერი ერთიანი მესიჯი გააჟღერა.

„ჩვენ ვალდებულებებით არ დავიღლებით. მე ვმუშაობ ჩვენი მომავალი უსაფრთხოების ვალდებულებებზე ევროკომისიის დავალების შესაბამისად“, – წერს ბორელი საკუთარ თვითერის გვერდზე.