ჯოზეფ ბორელი - უკრაინა აგრძელებს მნიშვნელოვანი რეფორმების წინ წაწევას და ამას აკეთებს სასტიკი ომის მიუხედავად
ჯოზეფ ბორელი - უკრაინა აგრძელებს მნიშვნელოვანი რეფორმების წინ წაწევას და ამას აკეთებს სასტიკი ომის მიუხედავად

უკრაინა აგრძელებს მნიშვნელოვანი რეფორმების წინ წაწევას და ამას აკეთებს სასტიკი ომის მიუხედავად, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

როგორც ბორელმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უკრაინელები ერთდროულად ორ ფრონტზე იბრძვიან.

„ერთი არის ბრძოლის ველი, ნამდვილი ომი, მეორე კი მისწრაფება, დააჩქარონ რეფორმები, რომ უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ უკრაინას ორივე ფრონტზე დავუჭერთ მხარს, ყველა განზომილებაში და ჩვენი უსაფრთხოების ვალდებულების შესაბამისად, რომელსაც ივნისში მოვაწერეთ ხელი. მე ვამბობ უსაფრთხოების ვალდებულებას, რადგანაც ევროკავშირის წევრობა არის საბოლოო უსაფრთხოების გარანტია, რომლის შეთავაზებაც უკრაინისთვის შეგვიძლია“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.