ჯოზეფ ბორელი - სულ უფრო მეტად შეშფოთებული ვართ საქართველოს ტრაექტორიის გამო, რომელიც ევროკავშირს შორდება
ჯოზეფ ბორელი - სულ უფრო მეტად შეშფოთებული ვართ საქართველოს ტრაექტორიის გამო, რომელიც ევროკავშირს შორდება

სულ უფრო მეტად შეშფოთებული ვართ საქართველოს ტრაექტორიის გამო, რომელიც ევროკავშირს შორდება, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელმა აღნიშნული განცხადება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ჩვენ ასევე მოკლედ განვიხილეთ საქართველოში არსებული მდგომარეობა, სულ უფრო მეტად შეშფოთებული ვართ ამ ქვეყნის ტრაექტორიის გამო, რომელიც ევროკავშირს შორდება“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.