ჯოზეფ ბორელი - შოკირებული ვარ დონალდ ტრამპზე თავდასხმის შესახებ ცნობებით, რომელსაც მკაცრად ვგმობ
ჯოზეფ ბორელი - შოკირებული ვარ დონალდ ტრამპზე თავდასხმის შესახებ ცნობებით, რომელსაც მკაცრად ვგმობ

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში ეხმაურება პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარ სროლას, რა დროსაც დონალდ ტრამპი დაშავდა.

„შოკირებული ვარ პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმის შესახებ ცნობებით, რომელსაც მე მკაცრად ვგმობ.
კიდევ ერთხელ ვხედავთ პოლიტიკური წარმომადგენლების მიმართ მიუღებელი ძალადობის აქტებს“, – წერს ბორელი.

პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სროლა იყო, რა დროსაც დონალდ ტრამპი დაშავდა. მედიის ცნობით, ყოფილი პრეზიდენტი სახის არეში დაშავდა. მოგვიანებით, ტრამპის სპიკერმა, სტივენ ჩეუნგმა განაცხადა, რომ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადის შემოწმებას. ამასთან, „სიენენმა“ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირი, რომელმაც პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე ისროლა, განეიტრალებულია. სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების ცნობითვე, ტრამპის მხარდამჭერთა მიტინგზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპულია მიტინგზე მყოფი ერთი ადამიანი, კიდევ ერთი პირი კი მძიმე მდგომარეობაშია.