ჯოზეფ ბორელი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი თბილისში გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მტკიცედ ვგმობ ძალადობას საქართველოში საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას მართავენ უცხოური გავლენის შესახებ კანონის წინააღმდეგ. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მოვუწოდებ მის ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება. მის ჩასახშობად ძალის გამოყენება მიუღებელია“, – წერს ბორელი.