ჯოზეფ ბორელი – საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი თბილისში გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მტკიცედ ვგმობ ძალადობას საქართველოში საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას მართავენ უცხოური გავლენის შესახებ კანონის წინააღმდეგ. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მოვუწოდებ მის ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება. მის ჩასახშობად ძალის გამოყენება მიუღებელია“, – წერს ბორელი.
I strongly condemn the violence against protesters in Georgia who were peacefully demonstrating against the law on foreign influence. Georgia is an EU candidate country, I call on its authorities to ensure the right to peaceful assembly.Use of force to suppress it is unacceptable
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) May 1, 2024