ჯოზეფ ბორელი - რუსული სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები უნდა მოვხსნათ, წინააღმდეგ შემთხვევაში იარაღი უსარგებლოა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების აკრძალვის მოხსნას ითხოვს.
ამის შესახებ მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, რუსული სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები უნდა მოვხსნათ. იარაღი, რომელსაც უკრაინას ვაძლევთ, სრული დატვირთვით უნდა გამოიყენებოდეს, შეზღუდვები უნდა მოიხსნას, რათა უკრაინელებმა იმ ტერიტორიაზე შეძლონ დარტყმა, საიდანაც რუსები უტევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში იარაღი უსარგებლოა“, – განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ეს არის ის, რასაც უკრაინა დღეს ითხოვს.