რუსეთთან დიპლომატიური არხები ღია უნდა დარჩეს, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა რუსეთში ვიზიტის დროს განაცხადა.
ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ბორელის თქმით, ეს აუცილებელია არა მხოლოდ დაძაბულობის შესამცირებლად, არამედ რუსეთთისთვის ინფორმაციის, მათ შორის მკაცრი და სამართლიანი გზავნილების გადასაცემად.
მოსკოვში ვიზიტის დროს ჯოზეფ ბორელი უფლებადამცვლებს შეხვდა და მათთან რუსეთში გამართული საპროტესტო აქციები განიხილა. ბორელმა შეხვედრა გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთანანაც. მედიის ინფორმაციით, შეხვედრის დროს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლემა ალექსეი ნავალნის გათავისუფლების აუცილებლოზე ისაუბრა.
რუსეთის დატოვებამდე ევროპელი დიპლომატი ზამოსვორეცკის ხიდზე მივიდა, სადაც 2015 წლის 27 თებერვალს რუსი პოლიტიკოსი, ბორის ნემცოვი მოკლეს.
შეგახსენებთ, ჯოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტის პარალელურად, რუსეთმა ქვეყნიდან სამი ევროპელი დიპლომატი გააძევა. გერმანიის, შვედეთისა და პოლონეთის დიპლომატების გაძევების მიზეზად, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციებში მათი მონაწილეობა სახელდება.