ჯოზეფ ბორელი - მინისტერიალზე ხაზი გავუსვით უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე დაძაბულ ვითარებას, შემაშფოთებელია სამხედროების გადაადგილების ფაქტები რუსეთ-უკრაინის საზღვარზე
მინისტერიალზე ხაზი გავუსვით უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დაძაბულ ვითარებას, შემაშფოთებელია სამხედროების გადაადგილების ფაქტები რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროპის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მოპოვებული ინფორმაცია საკმაოდ შემაშფოთებელია.
„საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული დისკუსიების შემდეგ შემოგვიერთდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. ბელარუსის წარმომადგენელი არ იყო მოწვეული მინისტერიალზე, თუმცა ბელარუსი ხალხისთვის სიმბოლურად მაინც დავტოვეთ თავისუფალი ადგილი. ხაზი გავუსვით უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დაძაბულ ვითარებას. შემაშფოთებელია სამხედროების გადაადგილების ფაქტები რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვაკვირდებით საკმაოდ ყურადღებით. მოპოვებული ინფორმაცია საკმაოდ შემაშფოთებელია. გასულ დღეს ტელეფონით ვესაუბრე ბატონ კულებას და გამოვხატე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩემი ურყევი მხარდაჭერა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელიმ.