საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა.
როგორც ჯოზეფ ბორელი „ტვიტერზე“ წერს, ომის დაწყების შემდეგ ეს მისი მეოთხე ვიზიტია უკრაინაში.
„მე ვარ აქ, რათა განვიხილო ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ – სამხედრო, ფინანსურ სფეროში უკრაინის ახალი შესაძლებლობები და ასევე რეფორმები ევროკავშირისკენ გზაზე“, – წერს ბორელი.