ჯოზეფ ბორელი - ევროკომისიის გადაწყვეტილება თავად საუბრობს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინასთან მოლაპარაკებების დაიწყება, რაც მისცემს ბიძგს იმ ხალხს, ვინც რიგში დგას ევროკავშირში გასაწევრიანებლად
ევროკომისიის გადაწყვეტილება თავად საუბრობს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინასთან მოლაპარაკებების დაიწყება, რაც მისცემს ბიძგს იმ ხალხს, ვინც რიგში დგას ევროკავშირში გასაწევრიანებლად, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ბორელმა ამის შესახებ ბრიუსელში განაცხადა, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.
„არსებობს დაბრკოლება სერბეთი-კოსოვოს მოლაპარაკაბებზე, მაგრამ უკრაინის მიერ გაწევრიანების გზაზე შექმნილი დინამიკა გავლენას მოახდენს მთელ პროცესებზე“, – განაცხადა ბორელმა.