ჯოზეფ ბორელი – ევროკომისიის გადაწყვეტილება თავად საუბრობს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინასთან მოლაპარაკებების დაიწყება, რაც მისცემს ბიძგს იმ ხალხს, ვინც რიგში დგას ევროკავშირში გასაწევრიანებლად

14:43, 13.11.2023

ევროკომისიის გადაწყვეტილება თავად საუბრობს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინასთან მოლაპარაკებების დაიწყება, რაც მისცემს ბიძგს იმ ხალხს, ვინც რიგში დგას ევროკავშირში გასაწევრიანებლად, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელმა ამის შესახებ ბრიუსელში განაცხადა, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.

„არსებობს დაბრკოლება სერბეთი-კოსოვოს მოლაპარაკაბებზე, მაგრამ უკრაინის მიერ გაწევრიანების გზაზე შექმნილი დინამიკა გავლენას მოახდენს მთელ პროცესებზე“, – განაცხადა ბორელმა.

მსგავსი