ჯოზეფ ბორელი - ჩვენ ვცხოვრობთ არასტაბილურობის წრეში გიბრალტარიდან კავკასიამდე, ეს მოხდა უკრაინის ომამდე და გაგრძელდება უკრაინის ომის შემდეგაც
ჯოზეფ ბორელი - ჩვენ ვცხოვრობთ არასტაბილურობის წრეში გიბრალტარიდან კავკასიამდე, ეს მოხდა უკრაინის ომამდე და გაგრძელდება უკრაინის ომის შემდეგაც

ჩვენ ვცხოვრობთ არასტაბილურობის წრეში გიბრალტარიდან კავკასიამდე. ეს მოხდა უკრაინის ომამდე და გაგრძელდება უკრაინის ომის შემდეგაც, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა „გარდიანთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ბორელის თქმით, ვლადიმერ პუტინს სჯერა, რომ დემოკრატიები სუსტი, მყიფეა და ადრე თუ გვიან დაიღლებიან.

ამასთან, უკრაინის ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ უკრაინას და ევროკავშირს რეფორმების დიდი პროცესი დასჭირდებათ, თუმცა უკრაინის წევრობა იქნებოდა „მძინარე სიესტის“ დასასრული, რადგან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში იყო ერთგვარი ჩიხი და არაფერი მომხდარა, უკრაინამ კი ახალი დინამიკა შექმნა.

„ჩვენ ბალახისმჭამელები ვართ მტაცებლების სამყაროში. ეს არის ძალაუფლების პოლიტიკის სამყარო, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს მხედველობაში, რომ ვაჭრობითა და კანონის უზენაესობის ქადაგებით შეგვიძლია, გავლენა მოვახდინოთ მსოფლიოში. ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვიქადაგოთ კანონის უზენაესობა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობენ ლიდერები, რომლებსაც სხვაგვარად უნდა მოვეპყროთ“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.