ჯოზეფ ბორელი - ამერიკელებმა უნდა გადაწყვიტონ, ვისი ხილვა სურთ თეთრ სახლში, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება მნიშვნელოვანი განსხვავების მომცემი ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის
ჯოზეფ ბორელი - ამერიკელებმა უნდა გადაწყვიტონ, ვისი ხილვა სურთ თეთრ სახლში, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება მნიშვნელოვანი განსხვავების მომცემი ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის

ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ეხმაურება.

ბორელის თქმით, ამერიკელების გადასაწყვეტია, ვინ იქნება მათი მომდევნო პრეზიდენტი, მაგრამ ამაზეა დამოკიდებული, როგორი ურთიერთობა ექნება აშშ-სა და ევროპას.

„ამერიკელებმა უნდა გადაწყვიტონ, ვისი ხილვა სურთ თეთრ სახლში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავების მომცემი ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის“,- განაცხადა ბორელმა.

როგორც ბორელმა აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ის შიდა საქმეა.

„არ მინდა ჩარევა. არ ვფიქრობ, რომ ჩვენი როლია, ვუთხრათ ამერიკელებს, რა გააკეთონ ან უპირატესობები მივანიჭოთ ერთ ან მეორე კანდიდატს.ეს ჩემი სტილი ნამდვილად არ არის“, – ამბობს ბორელი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავისი კანდიდატურა მოხსნა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ნომინირებას.