ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე გადაწყვეტილების მოძებნაში სხვა ქვეყნებიც უნდა ჩაერთონ
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი ქვეყნებს ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტის მოგვარებისკენ მოუწოდებს, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ლისაბონში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს კონფლიქტი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის.
ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მოძიება სხვა ქვეყნებს ევალება.
„მჯერა, ამ 30 წლის განმავლობაში ვისწავლეთ, რომ გამოსავალი გარედან უნდა ვიპოვოთ, რადგან ორივე მხარე დამოუკიდებლად ვერასოდეს მიაღწევს შეთანხმებას. თუ ეს ტრაგედია მალე არ დამთავრდება, მთელი ახლო აღმოსავლეთი, შესაძლოა, ცეცხლში აღმოჩნდეს“, – განაცხადა ბორელმა.