იმედი მაქვს, ღილაკს არ შეეხება, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მიმართ „ტვიტერით“ გავრცელებულ მიმართვას.
„ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ახლახან განაცხადა, რომ „ბირთვული ღილაკი სულ მის მაგიდაზეა“. ვინმემ, მისი განლეული და მოშიმშილე რეჟიმიდან, თუ შეიძლება, გააგებინეთ, რომ მეც მაქვს ბირთვული ღილაკი, თუმცა ის უფრო დიდი და მძლავრია, ვიდრე მისი. თანაც ჩემი ღილაკი მუშა მდგომარეობაშია“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.
კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეას უკვე შეუძლია, აშშ-ის ნებისმიერ წერტილზე ბირთვული დარტყმა განახორციელოს.