ჯორჯიის შტატში პუერტო რიკოს ეროვნული გვარდიის კუთვნილმა სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სავარაუდოდ დაღუპულია ბორტზე მყოფი ცხრავე პირი.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ავტომაგისტრალზე ჩამოვარდა. ის ჯორჯიიდან არიზონას შტატისკენ მიემართებოდა.
რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა, ამ ეტაპზე უცნობია.